პავილიონი A
პავილიონი A წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს როგორც ფილმის წარმოებისათვის, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებისათვის. პავილიონის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მისი პარამეტრებია: სიგძე - 72მ, სიგანე - 14მ, სიმაღლე - 8მ. პავილიონი საერთაშორისო სტანდარტებისაა და ყველა ინდუსტრიულ მოთხოვნას აკმაყოფილებს:
· ხმის საიზოლაციო სისტემა და ხარისხიანი ხმის ჩაწერის საშუალება
· სატვირთო ლიფტი
· აკუსტიკურად გამართული სისტემა
· ჩუმი ვენტილაციის სისტემა და კლიმატ კონტროლი
· მაღალი ძაბვის ქსელი
· ინტერნეტი
· პავილიონს აქვს წვდომა რეკვიზიტებთან, სამკერვალოსთან, საგრიმიოროსთან, ტექნიკის ბაზასთან, სამზარეულოსთან, პოსტ-პროდაქშენ სტუდიებთან.
· ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა
დღემდე პავილიონმა არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა: ფილმის პროდაქშენი, მუსიკალური ღონისძიებები, მოდის ჩვენებები, პერფორმანსები, გამოფენები, პრეზენტაციები.
პავილიონი B
პავილიონი B წარმოადგენს სივრცეს სხვადასხვა ღონისძიებებისათვის. მისი ფართობი 1032 მ/კ-ს შეადგენს. პავილიონის პარამეტრებია: 50,670 X 20370 X 9 მ. პავილიონი საერთაშორისო სტანდარტებისაა და სხვადასხვა ინდუსტრიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს:
· სატვირთო ლიფტი
· ჩუმი ვენტილაციის სისტემა და კლიმატ კონტროლი
· მაღალი ძაბვის ქსელი
· ინტერნეტი
· პავილიონს აქვს წვდომა რეკვიზიტებთან, სამკერვალოსთან, საგრიმიოროსთან, ტექნიკის ბაზასთან, სამზარეულოსთან, პოსტ-პროდაქშენ სტუდიებთან.
· ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა
დღემდე პავილიონმა არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა.