მისამართი: თბილისი, ქ. კოსტავას 69, 0179

პავილიონები


პავილიონი A

პავილიონი A წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს როგორც ფილმის წარმოებისათვის, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებისათვის. პავილიონის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მისი პარამეტრებია: სიგძე - 72მ, სიგანე - 14მ, სიმაღლე - 8მ. პავილიონი საერთაშორისო სტანდარტებისაა და ყველა ინდუსტრიულ მოთხოვნას აკმაყოფილებს:

·         ხმის საიზოლაციო სისტემა და ხარისხიანი ხმის ჩაწერის საშუალება

·         სატვირთო ლიფტი

·         აკუსტიკურად გამართული სისტემა

·         ჩუმი ვენტილაციის სისტემა და კლიმატ კონტროლი 

·         მაღალი ძაბვის ქსელი 

·         ინტერნეტი

·        პავილიონთან აქვს წვდომა რეკვიზიტებთან, სამკერვალოსთან, საგრიმიოროსთან, ტექნიკის ბაზასთან, სამზარეულოსთან, პოსტ-პროდაქშენ სტუდიებთან. 

·         ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

დღემდე პავილიონმა არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა: ფილმის პროდაქშენი, მუსიკალური ღონისძიებები, მოდის ჩვენებები, პერფორმანსები, გამოფენები, პრეზენტაციები.