მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 59, 0179  

მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია და Silk Factory Studio წარმოგიდგენთ პრემიერას



22 და 23 ივნისს, 17:00 და 20:00 საათებზე მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია “ვერის უბნის ტანც კლასი” და Silk Factory Studio წარმოგიდგენთ პრემიერას! “გრანდ პა ბაროკოდან ელექტრონულ მუსიკამდე” - “მადმუაზელ მე..!”. თანამედროვე ბალეტი ერთ მოქმედებად აგებულია იოჰან სებასტიან ბახის, ლუდვიგ ვან ბეთხოვენის, რობერტ შუმანისა და ფრიდერიკ შოპენის ნაწარმოებებზე. მონაწილეობენ: მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია “ვერის უბნის ტანც კლასის” მოსწავლეები. სპექტაკლში ასევე გამოყენებულია ტეტე ნოიზის ელექტრონული მუსიკის მონაკვეთი ნამუშევრიდან “Bismuth”, ორიგინალური ვოკალური ვერსიით.