მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 59, 0179  

ჩვენს შესახებ

რას წარმოვადგენთ

Silk Factory Studio წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, სადაც გაერთიანებულია საქართველოში ყველაზე დიდი რესურსის მქონე კინოგაქირავების ბაზა, პავილიონები, კინოს, ხმის, პოსტ პროდაქშენ სტუდიები, სამხატვრო გალერეა, თეატრი, სამკერვალო და რეკვიზიტები. კომპანია მიზნად ისახავს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროდუქტის შექმნას.



რას ვაკეთებთ

sSilk Factory Studio მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას ნებისმიერი ვიზუალური თუ აუდიო პროდუქტის წარმოებისათვის, კინოგაქირავების სრულყოფილ ბაზას, ასევე სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმარებას. კომპანიას გააჩნია მრავალფეროვანი გამოცდილება და დიდი ტექნიკური ცოდნა, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური მხარდაჭერით და პროფესიონალური მომსახურებით ვუზრუნველყოთ ჩვენი კლიენტები. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს მხატვრულ ფილმებს, სატელევიზიო გადაცემებს, რეკლამებს, მუსიკალურ კლიპებს, პერფორმანსებს, მუსიკალურ ღონისძიებებს, გამოფენებს.